Jump to content
Planeta.Ge

ოლაფ შოლცი - ჩვენი კონტინენტის ისტორიაში მწარე პერიოდი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა თავის იმპერიალისტურ სიგიჟეში, თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება


ომის შემდეგ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის 160-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენი კონტინენტის ისტორიაში მწარე პერიოდი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა თავის იმპერიალისტურ სიგიჟეში, თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრის რანგში გაწევრიანებით დამთავრდება”, - განაცხადა შოლცმა.

მან აღნიშნა, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია მკაფიოდ უნდა დადგეს უკრაინის მხარეს, ვინაიდან, სწორედ ყოფილი კანცლერის ვილი ბრანდტის პოლიტიკის წყალობით ევროპაში ახლა ძალის გამოუყენებლობის, საზღვრების ურღვეობის, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და ერების თვითგამორკვევის უფლებების პრინციპები მუშაობს.

“ჩვენ, სოციალ-დემოკრატები, ღრმა რწმენით ვიცავთ ამ პრინციპებს”, - განაცხადა შოლცმა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...