Jump to content
Planeta.Ge

პოლკ „აზოვის“ მებრძოლს სეპარატისტული დონბასის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა


ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ“ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უვადო პატიმრობა მიუსაჯა უკრაინის ეროვნული გვარდიის პოლკ „აზოვის“ სამხედრო მოსამსახურეს, ალექსეი კირკალოვს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, კირკალოვი შეიარაღებული კონფლიქტის დროს აკრძალული მეთოდების გამოყენებასა და მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ.

კირკალოვი ბრალდებას უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

გამოძიების ვერსიით, 2022 წლის 15 აპრილს კირკალოვმა, რომლის მეტსახელი იყო „ფრიცი“, ქალაქ მარიუპოლში მდებარე ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „აცტეკთან“ საკუთარი ხელით დახვრიტა 3 დღით ადრე დატყვევებული რუსი სამხედრო მოსამსახურე.

მიუხედავად იმისა, რომ კირკალოვმა მთლიანად უარყო ამ დანაშაულში მის მიმართ გამოძიების მიერ წაყენებული ბრალდება, "საქმის ირგვლივ შეგროვებული ჩვენებები, გამოძიების შედეგები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ადასტურებს კირკალოვის ბრალეულობას", - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • 2023 წლის აპრილში ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკის " უზენაესმა სასამართლომ " უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეს ანდრეი პეტრენკოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლის პირველი ნაწილით (ომის დროს აკრძალული საშუალებებისა და მეთოდების გამოყენება) და სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ლ" ქვეპუნქტით (მკვლელობა ჩადენილი პოლიტიკური და იდეოლოგიური სიძულვილისა და მტრობის ნიადაგზე) ჩადენილი დანაშაულისთვის, რასაც, სავარაუდოდ, სამოქალაქო პირის მკვლელობა მოჰყვა.
  • გასული წლის მარტში, პრორუსული ლუგანსკის უმაღლესმა სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა ეუთოს(ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) მისიის თანამშრომელ დმიტრი შაბანოვს, რომელსაც სახელმწიფო ღალატსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სასარგებლოდ მუშაობაში ედება ბრალი.
  • ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ივლისში განაცხადა, რომ შაბანოვისთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლო და შეთითხნილი იყო. ივნისში გამოცემა Politico-სთან კომენტარში ეუთოს წარმომადგენელმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთი და სეპარატისტული ლუგანსკისა და დონეცკის "ხელისუფლებების" სათავეში მყოფები პატივს არ სცემენ საერთაშორისო მისიის თანამშრომლების ხელშეუხებლობას.

    რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...