უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ერთ დღეში რუსების 40 საარტილერიო სისტემა, 34 დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს
უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დაახლოებით 204 360 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 480 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინელებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსების 40 საარტილერიო სისტემა, 34 დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.
უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 789 ტანკს, 7 419 ჯავშანტექნიკას, 3 318 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 309 საბრძოლო თვითმფრინავს და 295 ვერტმფრენს, 6 139 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 864 უპილოტო საფრენ აპარატს, 433 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 015 ფრთოსან რაკეტას.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.