Jump to content
Planeta.Ge

მედია - ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები გენოციდად, რუსეთში ტერორისტული რეჟიმი კი “რაშიზმად“ აღიარა


ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები გენოციდად, ხოლო რუსეთში ტერორისტული რეჟიმი კი “რაშიზმად“ ერთხმად აღიარა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტი გმობს „რაშიზმის“ იდეოლოგიას, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საერთაშორისო ტრიბუნალს, სანქციებს, რეპარაციებს, ისევე როგორც, უკრაინისთვის „მარშალის გეგმას“.

„ლუქსემბურგში, ასამბლეის სესიაზე, ჩვენ ძალიან ძლიერი დეკლარაციის მიღებას მივაღწიეთ, რომელსაც შორს მიმავალი პოლიტიკური შედეგები ექნება“, - განაცხადა ეგორ ჩერნიევმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

როგორც ჩერნიევმა აღნიშნა, უკრაინის ყველა მთავარი მოთხოვნა დეკლარაციის საბოლოო ტექსტთან დაკავშირებით გათვალისწინებულია.

მან აღნიშნული უკრაინის დიპლომატიურ გამარჯვებად შეაფასა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...