Jump to content
Planeta.Ge

გუბერნატორის განცხადებით, ბელგოროდში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა


ბელგოროდის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„დღეიდან ბელგოროდის რაიონში „მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ შემოღებულ იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

მან გაიხსენა, რომ კონტრტერორისტული რეჟიმი აწესებს სპეციალურ ზომებს და დროებით შეზღუდვებს - მოქალაქეების დოკუმენტების შემოწმებიდან დაწყებული ფეთქებადი, რადიოაქტიური, ქიმიურად და ბიოლოგიურად სახიფათო ნივთიერებების მრეწველობის საქმიანობის შეჩერებამდე.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...