Jump to content
Planeta.Ge

პრიგოჟინი: "ვაგნერის" მეომრები ბახმუტს 1 ივნისამდე დატოვებენ


რუსეთის გასამხედროებული, კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი მეომრები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტს დატოვებენ 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში.

პრიგოჟინი ახლახან აცხადებდა, რომ მისმა მებრძოლებმა ბახმუტი დაიკავეს, ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლის მერე მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - თუმცა კიევი უარყოფს ცნობას ბახმუტის დაცემაზე.

22 მაისს გავრცელებულ აუდიომიმართვაში პრიგოჟინი იმეორებს მის მიერ უკვე გამოთქმულ განცხადებას, რომ დანგრეული ქალაქი გადაეცემა რუსეთის რეგულარულ არმიას და დასძენს, რომ ბახმუტში რუსეთის პოზიციების შესანარჩუნებლად თავდაცვის სამინისტრომ უნდა შექმნას "გენერლების ქვედანაყოფი".

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...