უკრაინული მედია - რუსეთის ბელგოროდის რეგიონში რთული ვითარებაა - „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ და „მოხალისეთა კორპუსი“ საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ქმნის
რუსეთის ბელგოროდის რეგიონში რთული ვითარებაა. ინფორმაციას უკრაინული მედია „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ლეგიონი და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” რუსეთის ფედერაციის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ქმნიან, საიდანაც რუსული არმია უკრაინაზე თავდასხმას ვერ შეძლებს.
რუსეთის თავისუფლების ლეგიონის განცხადებითვე, ისინი გააგრძელებენ „სვლას სრულიად რუსეთის განთავისუფლებისკენ“.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.