Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - ხონში დადასტურებული ცოფის შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელს ვირუსის გავრცელების პირველი ფაქტი არ არის, ასამოქმედებელია მიუსაფარი ძაღლების მასობრივი აცრის და სტერილიზაციის პროგრამები


ხონში დადასტურებული ცოფის შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელს ვირუსის გავრცელების პირველი ფაქტი არ არის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს.

მისი თქმით, ცოფის 3 შემთხვევა მანამდე ამბროლაურში, შემდეგ კი მარტვილში გამოვლინდა.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში ძაღლების 70%-ის აცრაა საჭირო ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად. ასეთ დროს წყდება ცოფის გადაცემა ძაღლებში და საბოლოოდ - ადამიანში.  ასამოქმედებელია მიუსაფარი ძაღლების მასობრივი აცრის და სტერილიზაციის პროგრამები!", - წერს ბუჩუკური.

348565716_1293725887905823_104655961079071409_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...