ევროკავშირი ოფიციალურად იწყებს მისიას მოლდოვის უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად
ევროკავშირი ოფიციალურად იწყებს მისიას მოლდოვის უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს საბჭო იწყებს ევროკავშირის პარტნიორობის მისიას მოლდოვის რესპუბლიკაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის, გააძლიეროს უსაფრთხოების სექტორი ქვეყანაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული მისია მოლდოვის ხელისუფლების მოთხოვნით შეიქმნა და მისი მიზანია, დაეხმაროს ქვეყანას, გააძლიეროს კრიზისის მართვის სტრუქტურები და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ მექანიზმები.
მისია გასცემს რჩევებს სტრატეგიულ დონეზე და გამოავლენს შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭიროებებს.
როგორც ბრიუსელში განმარტავენ, მისიის შექმნის აუცილებლობა მოლდოვაში ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობების გაზრდამ გამოიწვია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.