Jump to content
Planeta.Ge

ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანის ტერიტორია, რომლის აღიარებისთვის ერევანი მზადაა, მთიან ყარაბაღსაც მოიცავს


აზერბაიჯანის ტერიტორია, 86.6 ათასი კვადრატული კილომეტრი, რომლის აღიარებისთვის ერევანი მზადაა, მოიცავს მთიან ყარაბაღს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.

„ეს 86.6 ათასი კვადრატული კილომეტრი მოიცავს მთიან ყარაბაღსაც. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა განიხილებოდეს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ამავდროულად, მან იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე შეთანხმება მალე მოხდება.

„საერთაშორისო საზოგადოების აღქმა სულ უფრო მეტად იხრება იმ ფორმულისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დათქმის გარეშე აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა - 29 800 და 86 600 კვადრატულ კილომეტრებზე. სომხეთი მზადაა აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა 86 600 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში. ჩვენი აზრით, აზერბაიჯანი მზადაა აღიაროს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა 29800 კვადრატულ კილომეტრზე. თუ ამ საკითხში ერთმანეთს სწორად გავუგებთ, მაშინ სომხეთი, დიახ, აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას 86 600 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში იმ გაგებით, რომ აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას 29 800 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში", - განაცხადა ფაშინიანმა.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...