ბექა ლილუაშვილი - 2022 წლის განმავლობაში თითქმის 101 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა... სამაგიეროდ, 62 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და ქვეყანაში დარჩა
2022 წლის განმავლობაში თითქმის 101 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.
მისი თქმით, სამაგიეროდ, 62 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და ქვეყანაში დარჩა.
"სურათზე მოცემულია - რეალური, ხელშესახები შედეგი იმ პოლიტიკის, რასაც ხელისუფლება ახორციელებს.
მისი თქმით, სამაგიეროდ, 62 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და ქვეყანაში დარჩა.
"სურათზე მოცემულია - რეალური, ხელშესახები შედეგი იმ პოლიტიკის, რასაც ხელისუფლება ახორციელებს.
სამაგიეროდ, 62 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და ქვეყანაში დარჩა, საქმიანობს, ყიდულობს უძრავ ქონებას, დადის ქორწილებსა და სხვა წვეულებებზე და ა.შ.
ჩვენი მოქალაქეები კი სხვა ქვეყანაში მიდიან "ორნიშნა" ეკონომიკური ზრდის და "საყოველთაო კეთილდღეობის" გამო. ეს არის 2013 წლის შემდეგ, უმაღლესი მიგრაციის მაჩვენებელი...", - წერს ბექა ლილუაშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.