Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი "იმედის" საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს


საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მუშაობას დღეიდან, 22 მაისიდან, იწყებს.

"დავუბრუნდი ჩემს პროფესიას", - ასე პასუხობს ის კითხვას, რატომ დასთანხმდა ტელეკომპანიის შეთავაზებას.

მიშა ფეიქრიშვილი 2019 წლიდან 2021 წლამდე პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო, 2021 წლიდან კი პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი გახდა, როცა ამ თანამდებობაზე მყოფი მაგდა ანიკაშვილი ასევე დასაქმდა ტელეკომპანია "იმედში".

ბოლო [2022 წლის იანვარი-მარტი] მედიამონიტორინგის შედეგებით, რომელიც საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ჩაატარა, "იმედი" ხელისუფლების მიმართ მიკერძოებით გამორჩეული არხია. ამ ტელეარხზე "ოპოზიცია მაქსიმალურად დისკრედიტირებულია."

ფეიქრიშვილი წლების წინ მუშაობდა "რადიო იმედში", შემდეგ იყო ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი. ის ასევე საქმიანობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...