Jump to content
Planeta.Ge

ბაიდენი დათანხმდა უკრაინელი პილოტების F-16-ების სამართავად გაწვრთნას


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დათანხმდა დასავლური ქვეყნების კოალიციას, რომლებსაც თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების, F-16-ების სამართავად უკრაინელი პილოტების გაწვრთნა სურთ.

უკრაინა დიდი ხანია ითხოვს მისთვის ამერიკული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას. რამდენიმე ევროპული ქვეყანა თანახმაა თვითმფრინავების გადაცემაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის აშშ-ის გადაწყვეტილებაა მთავარი.

უკრაინელი პილოტების წვრთნაზე ბაიდენმა იაპონიაში, დიდი შვიდეულის შეკრებაზე ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი მიესალმა ბაიდენის გადაწყვეტილებას და ტვიტერზე დაწერა:

„ეს გადაწყვეტილება ჩვენს არმიას ცაში ძალიან გააძლიერებს. ვიმედოვნებ, აღნიშნული გადაწყვეტილების პრაქტიკული აღსრულების განხილვა მოხდება ჰიროშიმაში, დიდი შვიდეულის სამიტზე“.

F-16 თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავია, რომელსაც რაკეტის გასროლა 800 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. აღნიშნული უკრაინას ბრძოლის ველზე მიანიჭებს დიდ უპირატესობას და შესაძლებლობა ექნება, ფრონტის ხაზიდან მოშორებით შეუტიოს მტრის პოზიციებს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...