Jump to content
Planeta.Ge

ტრეფიკინგში ბრალდებული 3 ტაილანდელს სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა — პროკურატურა


ტაილანდის სამი მოქალაქის ტრეფიკინგის ფაქტზე საქართველოში უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს. ინფომაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდში ერთ-ერთი დასამების სააგენტო დაზარალებულებს ბათუმში, სილამაზის სალონში დასაქმებას დაჰპირდა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი სააგენტოს წარმომადგენელმა ტაილანდის სამი მოქალაქე ბათუმის ნაცვლად მოტყუებით წაიყვანა ზესტაფონში, ჩამოართვა პასპორტები და არ აძლევდა დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას.

“ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნტქით წარედგინა ბრალი, რაც გულისხმობს ტრეფიკინგს, რომელიც ჩაედნილია ორი ან მეტი პირის მიმართ.

აღნიშნული დანაშაული 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...