საქართველოში ნიდერლანდების ელჩი - ვიზიარებთ შეშფოთებას, რომელიც ევროკავშირმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გამოხატა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, მააიკე ვან კოლდამი აცხადებს, რომ ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო სრულად იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებებშია გამოხატული.
„რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირმა გაავრცელა ორი განცხადება. ნიდერლანდები არის ევროკავშირის წევრი და რა თქმა უნდა, ვუერთდები ევროკავშირის ამ განცხადებებს, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება, რამდენადაც შესაძლებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში ყოფნა და ასევე გამოხატავს შეშფოთებას ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენ ევროკავშირის ამ განცხადებებს ვიზიარებთ“, - აღნიშნა ელჩმა.
ამასთან, მისი თქმით, რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, აუცილებელია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.
„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, არსებობს 12 პრიორიტეტი, რომელიც სრულად უნდა შესრულდეს. ყველა პარტიამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, ამ პრიორიტეტების შესასრულებლად, იმისთვის, რომ იმუშაონ ერთად, დაძლიონ უთანხმოება და პოლარიზაცია“, - აღნიშნა ელჩმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.