Jump to content
Planeta.Ge

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა


გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 32 წლის კაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მიმდინარეობს გამოძიება.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...