რომის პაპმა კარდინალ მატეო ზუპის უკრაინაში „სამშვიდობო მისიის“ შესრულება დაავალა
რომის პაპმა იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ხელმძღვანელს, კარდინალ მატეო ზუპის უკრაინაში „სამშვიდობო მისიის“ შესრულება დაავალა, – შესაბამის ინფორმაციას ვატიკანის პრესსამსახური ავრცელებს.
როდის გაემგზავრება კარდინალი უკრაინაში, ჯერჯერობით უცნობია.
წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, რომის პაპმა, ფრანცისკემ კარდინალ მატეო ზუპის დაავალა, უხელმძღვანელოს მისიას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს.
რომის პაპი იმედოვნებს, რომ აღნიშნული მისია მშვიდობას გაუხსნის გზას.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.