ბერდია სიჭინავა - ირაკლი კობახიძეს (პატრონის თოჯინას), თურმე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ჰყვარებია, ხოდა ესეც იქნებ გავაგებინოთ - 1905 წელს როგორ მიმართავდა ვაჟა რუსეთს
ირაკლი კობახიძეს (პატრონის თოჯინას), თურმე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ჰყვარებია, ხოდა ესეც იქნებ გავაგებინოთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს.
მისი თქმით, 1905 წელს, ასე მიმართავდა ვაჟა რუსეთს:
“მოგვშორდი, წადი! ნუთუ თვით არა ჰგრძნობ, ღირსი არა ხარ აქ ყოფნისა? რა მარგე? რა გამიკეთე? არაფერი. დაღუპვისა და ზარალის მეტი.
გამატიტვლე, გამაშიშვლე, წამართვი ლუკმაპური. მხედავდი მშიერ-ტიტველს, გეხვეწებოდი, გემუდარებოდი: შემიბრლე, მეც ადამიანი ვარ, მეც გრძნობა მაქვს, ნუ მიცქერი, როგორც პირუტყვსო. რომ გაგიჭირე საქმე თხოვნითა და ლაქუცით, ვფიქრობდი შენთვის გული მომელბო, ჩემზე ცოტა რამ მოწყალება მოგეღო, შენ მოწყალების ნაცვლად მოინდომე ჩემთვის ენაც მოგეკეთა, ენა, რომლითაც ჩემს ტანჯვა-ვაებას გიცხადებდი.
სულ ის გინდოდა, გაჩუმებული, დადუმებული ვყოფილიყავი და ასე ნელ-ნელა, ჩუმად დამელია სული. შვილები ჩაგაბარე, – გაგინათლებო დამპირდი. ისე შენ მოგცას განათლებული, როგორც შენ ჩემი შვილები გაანათლე. რაც იცოდნენ, ისიც დაავიწყე, საღი ტვინი, საღი ჯან-ღონე, საღი გრძნობა მოუწამლე, მოუშხამე და ისეთები დამიბრუნე: “ჰა, შენი შვილები, გაიხარე იმათ სიკეთითაო!”
არათუ გარეშე მტრებისგან დამიფარე, შენ თვით გადაიქეც ჩემს მტრად, შინაურ ჯალათად – დამადგი რკინის უღელი, ხელ-ფეხზე ბორკილი, დამიგე ქვეშაგებად ეკალი!”, - წერს ბერდია სიჭინავა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.