რიში სუნაკი - უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა
უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.
იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, ბრიტანეთის პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინელი მფრინავების წვრთნას F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში ამ ზაფხულს დაიწყებს.
„უკრაინამ არა მხოლოდ ომი უნდა მოიგოს, არამედ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობაც“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ყოფნას „ძალიან ძლიერი მომენტი“ უწოდა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.