Jump to content
Planeta.Ge

რუსული მედია - პირველი ქართული თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა


ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი, რომელმაც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისი-მოსკოვი პირდაპირი რეისი შეასრულა, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავის დატვირთვა დაახლოებით 80 პროცენტი იყო.

კომპანიამ ავიარეისების განხორციელების ნებართვა 16 მაისს მიიღო.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი 19 მაისს, 13:00 საათისთვის დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა.

მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” განახორციელა. პარალელურად აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობდა. აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე მობილიზებული იყო პოლიცია. ისინი აეროპორტში მგზავრთა ნაკადის შესვლას მკაცრად აკონტროლებდნენ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...