Politico - ჯო ბაიდენი, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გეგმავს, რომ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადოს, - ინფორმაციას Politico ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ პაკეტი მოიცავს საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს - ყველა აღჭურვილობას, რომელიც აშშ-მა და მოკავშირეებმა წარსულში მიაწოდეს კიევს, მაგრამ ძალიან საჭირო იქნება ამ გაზაფხულსა და ზაფხულში მოსალოდნელი მძიმე ბრძოლების თვეებში.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ „საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციაში” მიიღებს მონაწილეობას და უკრაინელ პილოტებს F-16-ებზე გაწვრთნის.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.