Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები დიდი წვეულებისთვის ემზადებიან | რუსული ქორწილი კახეთში


 

რუსული ქორწილი კახეთის შუაგულში - მაშინ, როდესაც მთელი საქართველო პირდაპირი ავიარეისების აღდგენას აპროტესტებს, გურჯაანში გრანდიოზული ქორწილის სამზადისი მიმდინარეობს. რუსეთის მოქალაქეების წყვილმა დღეს უკვე გააფორმა სამოქალაქო ქორწინება თბილისში და ხვალ სასტუმრო კომპლექს "ახაშენი ვაინ რისორთ ენდ სპა"-ში გრანდიოზულ წვეულებას გამართავს. სტუმრების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა და მათი უმრავლესობა უკვე საქართველოშია - ნაწილი ახაშენის სასტუმროში, ნაწილი კი ყვარლის ტბის პირას. 

კიდევ უფრო სკანდალური ამ ისტორიაში მეუღლეებისა და მათი სტუმრების ვინაობაა. "მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ საქართველოში ქორწინებისთვის ჩამოსულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიძის ძმა. ანუ ეკატერინე ლავროვას ქმრის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმა გადაიხდის ქორწილს ახაშენში. დიდი ალბათობით, ხვალ კახეთში სერგეი ლავროვის ქალიშვილსა და სიძესაც ელოდებიან და ცნობილი ფაქტია, რომ ორივე მათგანი დასავლეთის მიერ არის დასანქცირებული.


მთავარი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...