თბილისში რუსული კლინიკის ფილიალი გაიხსნა
თბილისში რუსული კლინიკების ქსელ „ჩაიკის“ სამედიცინო ცენტრის ფილიალი გაიხსნა. ინფორმაცია რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. კლინიკა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.
„ჩაიკის“ კლინიკების ქსელის მიერ ეს საზღვარგარეთ გახსნილი პირველი სამედიცინო ცენტრია. ინვესტიციის საერთო ღირებულება 200 ათასი დოლარია.
კლინიკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისის კლინიკა პაციენტებს თერაპევტის, პედიატრის, დერმატოლოგის და მეან-გინეკოლოგის მომსახურებას სთავაზობს.
საქართველოში არსებული ლიბერალური სავიზო რეჟიმის პირობებში, ქვეყანაში შემოსულია რუსეთის დაახლოებით 120 000 მოქალაქე. არსებული მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა მიერ საქართველოში არსებული უძრავი ქონების შეძენის ტენდენცია მზარდია.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.