Jump to content
Planeta.Ge

აეროპორტთან რუსეთიდან ფრენის საწინააღმდეგო აქციაზე აქტივისტები დააკავეს


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია მათი ვინაობა. აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოში პირველი თვითმფრინავის ჩამოფრენას აპროტესტებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ცირა ელისაშვილის თქმით, საქართველოსთვის რუსული თვითმფრინავის ჩამოფრენა ღირსების საკითხია:

“ღირსების საკითხია. მარტო ცემი არა. ჩემი ოჯახის, ჩემი ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ რუსული თვითმფრინავი აქ არ უნდა დაჯდეს არც დღეს და არც ხვალ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ მშვიდობიან პერიოდში. განსხვავება ერთადერთია — უკრაინაში შედიან ტანკები და ჩვენთან ჩამოდიან თვითმფრინავები. ექსპანსია და ოკუპაცია ხდება ცემი ქვეყნის”, — განაცხადა ელისაშვილმა “ფორმულასთან”.

აქციის პარალელურად აეროპორტთან მობილიზებულია პოლიციაც.

აქცია თავდაპირველად პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დააანონსა. ის აცხადებდა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საფრთხეს უქმნის საქართველოს კანდიდატის სტატუსს და ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია.

დაკავების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას “ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.

Untitled-design-2023-05-19T140158.538.jp

6-6.jpg

4-8.jpg

3-7.jpg

2-7.jpg

1-7.jpg


რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...