Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.464

მერაბიშვილმა საქართველოდან გაქცევა ვერ მოასწრო


PLANETA_INFO

1.703 views

,, ვანო მერაბიშვილს ჯერ კიდევ სამი დღით ადრე ჰქონდა თვითმფრინავის ბილეთი აღებული კიევის რეისზე, ის 23 მაისს უნდა გაფრენილიყო.

,,ქრონიკის' წყაროს ინფორმაციით, მერაბიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან თავისმა ფანებმა ფარულად შეატყობინეს, რომ მაისის ბოლოს დაპატიმრებას უპირებდნენ. ამ შეტყობინების შესახებ უშიშროებასა და პროკურატურაში ასევე ფარულად გაიგეს და ამიტომაც დაასწრეს.

ეს ინფორმაცია რომ სიმართლეს შეეფერება, იქიდანაც დასტურდება, რომ მერაბიშვილის დაპატიმრებამდე ორი დღით ადრე მისი მეუღლე, თაკო სალაყაია გაფრინდა საფრანგეთში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბილეთები გაცემულია ორ პიროვნებაზე, ვანო მერაბიშვილსა და პარლამენტარ დავით საყვარელიძეზე. ამ უკანასკნელს თავისი მეგობარი და თანამებრძოლი კიევამდე უნდა ჩაეცილებინა.

მას შემდეგ, რაც მერაბიშვილი კიევი–პარიზის თვითმფრინავში მოკალათდებოდა, საყვარელიძე საქართველოში დაბრუნდებოდა. ვინაიდან გაპარვის გეგმა ჩაიშალა, თაკო სალაყაიას სხვა გზა აღარ დარჩა, 22 მაისს ისიც თბილისში ჩამოფრინდა.

ვანო მერაბიშვილმა სცადა, ირაკლი ოქრუაშვილის გზას დასდგომოდა. ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის ყოფილი ხერხემალი არც ისეთი გაღლეტილია, რომ საფრანგეთში თავი ვერ გაეტანა სასურველ მომენტამდე, მაგრამ გეგმა ჩაიშალა და არ არის გამორიცხული, რომ დროებით...ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მერაბიშვილი რა დოზით დაფრქვავს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას და რამდენ ყოფილ მაღალჩინოსანს ჩაუშვებს პროკურატურის სასარგებლოდ. როგორც ამბობენ, ვანიჩკამ თანაგუნდელების მხილება უკვე დაიწყო, რასაც, წესით, უამრავი ყოფილი პოლიცმაისტერის დაპატიმრება უნდა მოჰყვეს.

ამჟამად ქვეყნიდან გასულია ,,ნაცმოძრაობის" კიდევ სამი წამყვანი ფიგურა – ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი ტალინში იმყოფებიან, იქ იღებენ დირექტივებს თავიანთი პატრონებისგან, ხოლო გიგა ბოკერია უფრო მაღალ დონეზე გადის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ისმენს ანტიბიძინისტურ მოძღვრებას. ხერხემალში გადატეხილი ,,ნაცმოძრაობა" მიხეილ სააკაშვილმაც დაიკიდა ფეხებზე, ის ხან ალჟირის ვიცე–პრეზიდენტს ხვდება, ხან – ჰაიტის პრეზიდენტს, ხან კიდევ ვანუატუსა და ლაოსის პრემიერ–მინისტრებს...ისე, თუკი მერაბიშვილი მოინდომებს, სააკაშვილსაც შეუქმნის დიდ პრობლემებს და არ არის გამორიცხული, საფრანგეთში ერთად გაემგზავრონ...ოდესღაც".

 

(,,კვირის ქრონიკა"N21; ავტორი:გელა ზედელაშვილი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...