Jump to content
Planeta.Ge

იუსტიციის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება


საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ხვდებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრა სამინისტროს ინიციატივით დაიგეგმა და მთავარი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს 12 მაისის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ასევე, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...