ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლებამ ყველაფერი გადაიფორმა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის
For English scroll down
- გუშინ ხელისუფლებამ ზუსტად 3 წუთში განიხილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარტიისადმი დაქვემდებარების საკითხი - ანუ 3 წუთში კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა 2024 წლის არჩევნებზე სასურველი შედეგის გასაფორმებლად.
- პარალალურად, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც ჩანს, არჩევნების გაყალბებისთვის მზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - საზოგადოების ნდობის დასუსტება სადამკვირვებლო ორგანიზაციებისადმი - უშუალოდ მას ჩაბარდა. კერძოდ, ბოლო რამდენიმე დღეა ბატონი პაპუაშვილი ადგილობრივი სადამკვირვებლო და მათი დამფინანსებელი საერთაშორისო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ეწევა, რითაც წარმატებით აგრძელებს ჯერ კიდევ თვეების წინ ერთადერთი მიზნით დაწყებულ კამპანიას - არჩევნები ჩატარდეს სანდოობის მაღალი ხარისხის მქონე ორგანიზაციების დაკვირვების გარეშე. ამ მოტივით ცდილობს ოცნება ეს ორგანიზაციები წარმოაჩინოს რევოლუციური სცენარების მხარდამჭერებად.
- დიდ სურათში რომ შევხედოთ, ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაფერი გადაიფორმეს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად: ჯერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შემდეგ აუდიტის სამსახური და სახალხო დამცველი, ახლა - ცესკო. გუშინ საბოლოოდ გაიფორმეს სასამართლო. ამ ფონზე ესმით სადამკვირვებლო ორგანიზაციების გადამწყვეტი როლი და ცდილობენ მათ დისკრედიტაციას.
- ამიტომ, ახლა მთელი ყურადღება ამ პროცესზე (და შემდეგ რაც შეიძლება მეტი ადამიანი არჩევნებზე)! საიდანაც ყურადღების გადატანას მაქსიმალურად ცდილობენ იციან რა, რომ ეს არის მათი ძალაუფლების შეზღუდვის და ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნების ერთადერთი მშვიდობიანი და დემოკრატიული გზა.
- Yesterday, the Ruling Party discussed the issue of subordination of the Central Election Commission to the Party in exactly 3 minutes - in 3 minutes another big step was taken to secure the desired result for the 2024 elections.
- In parallel, the Chairman of the Parliament is actively working in this direction. It seems, that one of the important components of preparations for rigging elections - weakening public trust in election monitoring organizations - was handed over directly to him. In particular, for the last few days, Mr. Papuashvili has been discrediting local observers and their sponsoring international organizations, thereby successfully continuing the campaign started months ago with the sole purpose of holding elections without the observation of highly reliable organizations. This is why the Ruling Party tries to present these organizations as supporters of revolutionary scenarios.
- In a broader picture, in the last 2 years the Ruling Party subordinated everything, which is of crucial for holding free and fair elections: first the State Inspector Service, then the State Audit Office and the Public Defender, now - CEC. They took final step towards subordination of court yesterday. Against this background, they understand the crucial role of monitoring organizations and try to discredit them.
- Therefore, we need all attention to this process (and then as many people as possible to the election)! Ruling Party tries to divert attention as much as possible, as they know that this is the only peaceful and democratic way to limit their power and return the Country back to the democratic track.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.