კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს - უვიზოდ მიმოსვლასა და ფრენებში ცუდი არაფერია
საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს, აღნიშნულზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაზე ისაუბრა ავიარეისების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ და აღნიშნა, რომ „ცუდი არაფერია“ უვიზოდ მიმოსვლასა და ფრენაში.
„თქვენ იცით, რომ ეს შეზღუდვა ცალმხრივად იყო დაწესებული. მივესალმები აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ის, რომ უვიზოდ მიმოსვლა და ფრენებიც შესაძლებელია, ცუდი ამაში არაფერია. თქვენ იცით, რომ საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს, აღნიშნულზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. ჩვენ არ გავაკეთებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. სანქციებს არ ვუერთდებით.
პირდაპირი ფრენები მარტო საქართველოშია? არ გაქვთ ინფორმაცია, რომელ ქვეყნებში დაფრინავს რუსეთიდან თვითმფრინავები? მარტო საქართველოშია ანალოგიური ფრენები?!" - აღნიშნა კალაძემ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.