ნათია მეზვრიშვილი - ახლა "ქართული ოცნება" რომც ეცადოს ორმაგი 2/3-ის წესის შემოღებას, ამაზე თანხმობა კატეგორიულად არ შეიძლება, იმიტომ, რომ საბჭოში უკვე აირჩიეს არა დამოუკიდებელი, არამედ ხელისუფლებისადმი ლოიალური წევრები
კობახიძე და ოცნება მთელი ეს დღეები ცდილობენ მთავარი თემიდან აქცენტის გადატანას ბუღალტერიაზე. მთავარი თემაა - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკანონო გავლენების აღმოფხვრა, ბუღალტერიაა ნებისმიერი მოლაპარაკება 5 არამოსამართლე წევრზე, საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილების გამორიცხვით (რაც ოცნებამ ორშაბათსვე ცხადად და ნათლად გამორიცხა), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი თქმით, ახლა "ქართული ოცნება" რომც ეცადოს ორმაგი 2/3-ის წესის შემოღებას, ამაზე თანხმობა კატეგორიულად არ შეიძლება, იმიტომ, რომ საბჭოში უკვე აირჩიეს არა დამოუკიდებელი, არამედ ხელისუფლებისადმი ლოიალური წევრები.
მისი თქმით, ახლა "ქართული ოცნება" რომც ეცადოს ორმაგი 2/3-ის წესის შემოღებას, ამაზე თანხმობა კატეგორიულად არ შეიძლება, იმიტომ, რომ საბჭოში უკვე აირჩიეს არა დამოუკიდებელი, არამედ ხელისუფლებისადმი ლოიალური წევრები.
"5 არამოსამართლე წევრის არჩევას ფასი ჰქონდა თუ: ხუთივე იქნებოდა დამოუკიდებელი და (ვიმეორებ - „და“) შეიცვლებოდა საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესი ორმაგი 2/3-ით. ამას ვითხოვთ 2 წელია. ცალკე აღებული 5 არამოსამართლე წევრის არჩევას, სულ რომ ზედამოუკიდებლები იყვნენ, ფასი არ აქვს, ვინაიდან ორმაგი 2/3-ის გარეშე, გადაწყვეტილების მიღების ქმედითი ბერკეტები არ აქვთ - ანუ საბჭოში ძალაუფლების დეკონცენტრაცია ვერ ხდება.
ახლა ოცნება რომც ეცადოს ორმაგი 2/3-ის წესის შემოღებას, ამაზე თანხმობა კატეგორიულად არ შეიძლება იმიტომ, რომ საბჭოში უკვე აირჩიეს არა დამოუკიდებელი, არამედ ხელისუფლებისადმი ლოიალური წევრები. 2/3-ის წესის ახლა ამოქმედება ნიშნავს საბჭოში სანქცირებულების და შესაბამისად, ოცნების გავლენის უფრო მყარად დაბეტონებას, რაც მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია.
5 არამოსამართლე დამოუკიდებელ წევრს + ორმაგი 2/3 იყო ამ ხელისუფლების პირობებში სასამართლოს მცირედი დამოუკიდებლობის უკანასკნელი იმედი, რაც მოსპო ოცნებამ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების დახმარებით.
მთავარი რა არის? მთავარია სანქცირებულების და შესაბამისად, ოცნების გავლენის აღმოფხვრა სასამართლო სისტემაში, რაც საბჭოს ფუნდამენტური რეფორმით უნდა მომხდარიყო, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და ევროკავშირის 12 პუნქტის მოთხოვნაა. ოცნებამ ამაზე უარი თქვა, გადაეფარა სანქცირებულებს, უარი თქვა საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც. End of story.
გვყავს სასამართლო დანაშაულებრივი გავლენებით. ამ სასამართლოს პირობებში უნდა ჩატარდეს მომდევნო არჩევნები. ამაზე ყურადღების გადატანაა ახლა მთავარი და არა ბუღალტერიაში შეყოლა.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.