Jump to content
Planeta.Ge

აფხაზეთში საზოგადოებრივ ადგილებში “შეუსაბამოდ” ჩაცმას აკრძალავენ


აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში განიხილეს კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელიც “სტუმრებისა და აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეუსაბამოდ ჩაცმის აკრძალვას” ითვალისწინებს.

კონკრეტულად, რა მიიჩნევა “შეუსაბამო” ჩაცმულობაში, კანონპროექტის განხილვის შესახებ გავრცელებულ ცნობაში მითითებული არ არის.

“განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რეკომენდაციით მიმართონ პარლამენტს, შემდეგ სესიაზე მეორე მოსმენით მიიღონ აღნიშნული კანონპროექტი”, – წერს აფხაზური მედია.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...