Jump to content
Planeta.Ge

19 მაისს პარლამენტი გიორგი ამილახვარს და ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით მოუსმენს, ლევან დავითაშვილის მოსმენა კი სექტემბრის ბოლომდე გადაიდო


19 მაისს პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, მას პარლამენტი ინტერპელაციის წესით, სექტემბრის ბოლოს მოუსმენს.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლებს ინტერპელაციაზე მოსვლას, გუშინ მივიღეთ მისი ინფორმაცია. შესაბამისად, დაგეგმილი 3 ინტერპელაციის ნაცვლად, გვექნება ორი - განათლებისა და მეცნიერების და შინაგან საქმეთა მინისტრების. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა გადაიწევს სექტემბრის ბოლო სასესიო კვირის პარასკევს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...