Jump to content
Planeta.Ge

პარტია „საქართველოსთვის“ - მივმართავთ პარლამენტს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები - მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ პარლამენტს და გაასაჯაროონ მათი დაფიქსირებული პოზიცია


საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ოფიციალურად მიმართავს საქართველოს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები, - ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტია "საქართველოსთვის" მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ საქართველოს პარლამენტის აპარატს და გაასაჯაროონ კენჭისყრისას მათი დაფიქსირებული პოზიცია.

„საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართლე!“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე 5 წევრიდან მხოლოდ 3 წევრის ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავასა და ზურაბ გურასპაშვილის არჩევა შეძლეს. კანდიდატების კენჭისყრის პროცესში პარლამენტის სხდომათა დარბაზი ოპოზიციამ მას შემდეგ დატოვა, რაც არამოსამართლე წევრების არჩევისთვის საჭირო 90 ხმის მოსაგროვებლად მმართველ გუნდთან ერთად, კანდიდატებს ხმა ფარული კენჭისყრისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს. კენჭისყრაზე სულ 29 კანდიდატია წარდგენილი, კენჭისყრის პროცედურა მე-11 კანდიდატის კენჭისყრისას შეწყდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კიდევ ორი არამოსამართლე წევრია ასარჩევი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...