Jump to content
Planeta.Ge

ანა წითლიძის განცხადებით, ოპოზიციიდან ერთ-ერთი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა, ნიკა მაჭუტაძეა


„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევას ხმა ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ მისცა, თუმცა დანარჩენი დეპუტატების შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მაჭუტაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა თავადაც მასთან საუბრისას დაადასტურა და ეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ხელშეწყობით ახსნა.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, ბლოკიდან „ძალა ერთობაშია“ კიდევ ვინ ესწრებოდა კენჭისყრას და შესაძლოა თუ არა ყოფილიყვნენ ეს დეპუტატები ბაჩუკი ქარდავა და ნატო ჩხეიძე, ანა წითლიძის განცხადებით, ისინი სხდომას ესწრებოდნენ, მაგრამ, ჯერჯერობით, მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ეს არის ძალიან სამარცხვინო. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და ამ ადამიანებმა უნდა ახსნან, რას დაუჭირეს მხარი. ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ ხუთ ადამიანში ოპოზიციის მხრიდან, მე მომხრე ვარ, რომ ამ ადამიანების სახელი და გვარი გასაჯაროვდეს. რატომ მიიღეს იმაში მონაწილეობა, რომ „კლანის“ წევრებს დაუჭირეს მხარი? ნიკა მაჭუტაძემ დაადასტურა ჩემთანაც. მისი არგუმენტი, რომ ეს ყოფილა 12- პუნქტიან გეგმაში შემავალი რეკომენდაცია, ჩემთვის მიუღებელია, ეს არის არასწორი. ჯერჯერობით, ვარკვევთ, ვინ არიან ეს ადამიანები. ინფორმაციის მოძიება არის რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ბაჩუკი ქარდავა, ნატო ჩხეიძე დღეს სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა არ იქნება სწორი დაუზუსტებლად ვთქვა მათზე რამე“, - განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე 5 წევრიდან მხოლოდ 3 წევრის ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავასა და ზურაბ გურასპაშვილის არჩევა შეძლეს. კანდიდატების კენჭისყრის პროცესში პარლამენტის სხდომათა დარბაზი ოპოზიციამ მას შემდეგ დატოვა, რაც არამოსამართლე წევრების არჩევისთვის საჭირო 90 ხმის მოსაგროვებლად მმართველ გუნდთან ერთად, კანდიდატებს ხმა ფარული კენჭისყრისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს. კენჭისყრაზე სულ 29 კანდიდატია წარდგენილი, კენჭისყრის პროცედურა მე-11 კანდიდატის კენჭისყრისას შეწყდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კიდევ ორი არამოსამართლე წევრია ასარჩევი.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...