ნათია მეზვრიშვილი - ხმის მიმცემებმა აიღონ პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე და, ან ახსნან რატომ მისცეს ხმა ხელისუფლებისადმი ლოიალურ კანდიდატებს, ან თქვან რამდენად გაიყიდნენ
ხმის მიმცემებმა აიღონ პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე და ან ახსნან რატომ მისცეს ხმა ხელისუფლებისადმი ლოიალურ კანდიდატებს ან თქვან რამდენად გაიყიდნენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათი მეზვრიშვილი წერს.
მისი თქმით, სამართლიანობა მოითხოვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ამ და სხვა ფორმებით მუდმივად ოცნებას ეხმარება, დაერქვას „ოცნების ოპოზიცია“.
"ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვთქვი, რომ არსებობდა 5 წევრზე გარიგების რისკები, რაც ჩვენთვის იყო მიუღებელი.

აქამდეც ბევრი მიზეზი არსებობდა (ხან გენპროკურორზე ვაჭრობდნენ, ხან - სახალხოზე,
ხან - ევროკავშირის რეკომენდაციებზე, ხან - ბარიერზე და ა.შ.), მაგრამ დღეის შემდეგ სამართლიანობა მოითხოვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ამ და სხვა ფორმებით მუდმივად ოცნებას ეხმარება, დაერქვას „ოცნების ოპოზიცია“. ხალხმა უნდა იცოდეს ვინ ვინ არის, უნდა იცოდეს, რომ მათთვის ხმის მიცემა ანტი-დასავლური ხელისუფლების არსებობის გახანგრძლივებას ნიშნავს.", - წერს მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა, კენჭისყრა შეჩერდა.

0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.