Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოს საკუთარი ინტერესები აქვს, რომელსაც რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში შესვლა არ სურს - საქართველო დღეს, ყველაზე უფრო მძიმე მოწყვლად ვითარებაში მყოფი სახელმწიფოა


საქართველოს საკუთარი ინტერესები აქვს, რომელსაც რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში შესვლა არ სურს - საქართველო დღეს, ყველაზე უფრო მძიმე მოწყვლად ვითარებაში მყოფი სახელმწიფოა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

როგორც ამ კონტექსტში ქადაგიშვილმა აღნიშნა, გასაგებია, რომ ფრენების აღდგენისა და ვიზების გაუქმების თაობაზე რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პარტნიორებისთვის მისასალმებელი არ არის, მაგრამ საქართველოს რეალობასაც უნდა აფასებდნენ.

„ფრენების აღდგენის და ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანუ თავის დროზე საქართველოს რა სასჯელიც დაუწესეს, ახლა არის მოხსნილი. ამასთან, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ სანქცირებული ავიაკომპანია და ავია ხომალდი არავითარ შემთხვევაში არ იქნება ფრენების განმახორციელებელი.

ჩვენ, როგორც კი რუსეთთან ორმხრივი სანქცირების რეჟიმში გადავალთ, ყველამ კარგად იცის, რომ ორმხრივ სანქცირებას რუსეთის მხრიდან გრძელი სია მოჰყვება, რაც მას შეუძლია საქართველოს მიაყენოს, როგორც სავაჭრო ემბარგოს დაწესებით, ასევე სეპარატისტულ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი ანექსიისა და საერთოდ შეწოვის პოლიტიკა განახორციელოს. ამიტომ, საქართველო დღეს არის ყველაზე უფრო მძიმე მოწყვლად ვითარებაში მყოფი სახელმწიფო. ჩვენთვის სავაჭრო და ეკონომიკური ემბარგოს დაწესების შემთხვევაში არავისგან არც კომპენსაციის მოლოდინის გვაქვს და არც უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები გაგვაჩნია.

ამიტომ საქართველო ცდილობს, იყოს ძალიან ზომიერი პოლიტიკის გამტარებელი, რათა ქვეყანა რუსეთთან ისეთ კონფრონტაციაში არ შევიდეს, რაც საქართველოსთვის უკიდურესად დამაზიანებელი იქნება. მათ შორის, ჩვენი მთავარი საგარეო პრიორიტეტი რაც არის – ევროპულ გზაზეც ხელისშემშლელი იქნება. ამას პარტნიორები ჩვენზე კარგად უნდა ათვიცნობიერებდნენ. გასაგებია, რომ მათთვის ეს მისასალმებელი არ არის, მაგრამ საქართველოს ვითარების რეალობასაც უნდა აფასებდნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...