„რუსეთის ფოსტა“ საქართველოში გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით ტრანსპორტირების საკითხს განიხილავს
„რუსეთის ფოსტა“ განიხილავს საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი საჰაერო გადაზიდვის შესაძლებლობას.
ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.
„რამდენიმე ავიაკომპანიიდან, სტაბილური ფრენების გამოჩენის შემდეგ, ჩვენ ოპერატიულად განვიხილავთ ფოსტის (საქართველოში) პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახლა რუსეთიდან საქართველოში ავიაგზავნილები მესამე ქვეყნებით მიდის.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.