იტალიაში 2.7 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, რომელიც ბათუმის გავლით სომხეთში იგზავნებოდა
იტალიის პოლიციამ 800 მილიონი ევროს ღირებულების 2 700 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომლის გადატანაც ბათუმის პორტის გავლით სომხეთში იგეგმებოდა.
როგორც Reuters წერს, ნარკოტიკული ნივთიერება ორ სამაცივრე კონტეინერში ბანანებთან ერთად ინახებოდა და იტალიაში ეკვადორიდან ჩავიდა. გამოცემა ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ კონტეინერის საბოლოო დანიშნულება სომხეთი იყო, სადაც თითქმის 3 ტონა კოკაინის ჩატანა საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის პორტის გავლით იგეგმებოდა.
იტალიის პოლიციის განცხადებით, ნარკოტიკები 12-მეტრიან კონტეინერში სპეციალური სკანერებისა და პოლიციის გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით აღმოაჩინეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იტალიის პოლიციამ ეკვადორიდან მომავალ ტვირთში ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინა. Routers-ის ცნობით, რამდენიმე დღით ადრე პოლიციამ ასევე გამოავლინა, ჯამში, 600 კილოგრამამდე კოკაინის გადატანის მცდელობა. აღნიშნულ შემთხვევებშიც ტვირთის დანიშნულების ადგილი ხორვატია, საბერძნეთი და საქართველო იყო.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.