Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის პოზიცია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო


ევროკავშირი წუხს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების განახლების გამო, აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი პიტერ სტანო.

„ვწუხვართ საქართველოს გადაწყვეტილების გამო, განაახლოს ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, მოეხსნა შეზღუდვა პირდაპირ ფრენებზე.

უკრაინაში უკანონო ომის გამო ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაუწესეს სანქციები რუსეთის საავიაციო სექტორს. ჩვენ და პარტნიორები არ ვუშვებთ ფრენებს რუსეთიდან ან რუსეთში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

წინა კვირას გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტომ [ICAO] გაახმიანა შეშფოთება, რაც გადაეცა [საქართველოს] მთავრობას. [შეშფოთება] ეხება რუსეთის საავიაციო სექტორისა და ხომალდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ზოგად სიტუაციას“, – აღნიშნა მან.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...