Jump to content
Planeta.Ge

უმრავლესობა “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის სერტიფიცირება სავალდებულო ხდება, ჩააგდებს


მმართველმა უმრავლესობამ ოპოზიციის მოთხოვნა გაიზიარა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის “ჩაგდების“ გადაწყვეტილება მიიღო.

საუბარია საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმელ იმ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონა სავალდებულო ხდება.

საპარლამენტო ოპოზიციამ აღნიშნულ ინიციატივაში მმართველი პარტიის ხრიკი და ოპოზიციური პარტიების საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გარეშე დარჩენის საფრთხე დაინახა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის კრიტიკული განცხადებების შემდეგ, განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მდინარაძემ, მმართველი გუნდის სახელით, საუბრო საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირების საკითხზე პოლიტიკური ოპონენტების პოზიციის გათვალისწინების მზაობა გამოხატა.

“თუ ოპოზიციის მხრიდან კონსესუსი იქნება და ყველა პოლიტიკური სუბიექტი ამაზე თანახმაა, ჩვენ შეგვიძლია, რომ სერტიფიცირებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შევქმნათ, თქვენს მოთხოვნას დავეთანხმოთ და საკითხი დღის წესრიგიდან ჩავხსნათ“, - მიმართა ოპოზიციას მამუკა მდინარაძემ.

კანონპროექტზე მომხსენებელმა გივი მიქანაძემ კი დააზუსტა, რომ პროექტი მეორე მოსმენით კენჭისყრის დროს “ჩავარდება“.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...