მიხეილ დაუშვილი - უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ორი მნიშვნელოვანი მიზანი გვაქვს, ერთი - ქვეყნის შიდა რეფორმები უკეთესი ქვეყნისთვის და მეორე - კანდიდატის სტატუსის წარმატებით მიღება ევროკავშირის წევრობისთვის
,,უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ორი მნიშვნელოვანი მიზანი გვაქვს, ერთი - ქვეყნის შიდა რეფორმები უკეთესი ქვეყნისთვის და მეორე - კანდიდატის სტატუსის წარმატებით მიღება ევროკავშირის წევრობისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა ძალიან დაბალი იყო და არის, „ოცნების ხელისუფლება“ კიდევ უფრო ურტყამს და ამცირებს ნდობას ამ ორგანოს მიმართ. ამას „ოცნება“ აკეთებს იმით, რომ როგორც ცესკოს თავმჯდომარის, ასევე წევრების არჩევის წესი იცვლება არსებითად და ამ კანდიდატურაზე პირების არჩევას ნაცვლად 100 პარლამენტის წევრის ხმისა დასჭირდება 76 ხმა. ცესკოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის გარანტიებს ამცირებს ძალაუფლების დანაწილების პრინციპის ფაქტობრივი გაუქმება. მოგეხსენებათ, რომ ამ ცვლილებამდე ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურის პარლამენტში წარდგენის უფლება ეკუთვნოდა საქართველოს პრეზიდენტს, ამისი შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ ძალაუფლების დანაწილების პრინციპს სათანადოდ ემუშავა. ამის ნაცვლად, ჩვენ რამდენიმე დღეში, ან კვირაში მივიღებთ მოცემულობას, როდესაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურებს შეარჩევს/წარადგენს არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე” - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული ცვლილებები კიდევ მეტად ამცირებს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას და ქმნის რეალობას, როდესაც ხელისუფლება სრულად შეძლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაკონტროლებას.
“ამით ფაქტობრივად ხდება ის, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დაკომპლექტება სრულად გადადის „ოცნების“ ხელში. აქამდე არსებული სისტემის ხიბლი იმაში მდგომარეობდა, რომ პოლიტიკური კონსესუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის გარეშე ვერ მოხდებოდა ზემოაღნიშნული თანამდებობის პირების არჩევ რაც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანდა იქამდე, რომ მოგვიწევდა კონსესუსი და მოგვიწევდა მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი კანდიდატურების შერჩევა. ახლა კი ვიღებთ, ისეთ რეალობას, როდესაც „ოცნება“ სრულად გააკონტროლებს ცესკოს, რაც იმისთვის სჭირდება, რომ 2024-2025 წლების არჩევნები მიითვისოს. როდესაც თქვენ „ოცნებას“ ეს ცვლილებები შემოგაქვთ, პირდაპირ გვეუბნებით, რომ პატიოსნად ჩატარებულ არჩევნებში თქვენ არავითარი შანსი გაგაჩნიათ და აპირებთ არაპატიოსანი არჩევნების ჩატარებას. ამიტომ გჭირდებათ, რომ ცესკო სრულად მიითვისოთ. ამით თქვენ აზიანებთ სახელმწიფო ინტერესებს, ამით თქვენ ხელს უშლით და რისკს უქმნით ქვეყნის ევროინტეგრაციას, რადგან ზუსტად უნდა იცოდეთ, შეუძლებელია ამ პრინციპების და სტანდარტების შემოღებით თორმეტი პუნქტის შესრულება, კანდიდატის სტატუსის მიღება არ დადგეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის სამწუხარო რეალობა. თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, რომ არც ჩვენ და არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უფლებას არ მოგცემთ, რომ არჩევნები მიითვისოთ” - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.