Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპული ქვეყნებიდან უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტებით და მშვიდობის ფორმულის გაზრდილი მხარდაჭერით ბრუნდება


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროპული ქვეყნებიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტებით და მშვიდობის ფორმულის გაზრდილი მხარდაჭერით ბრუნდება, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის ლიდერი ბოლო დღეების განმავლობაში იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა ვიზიტით.

„სამი ხანგრძლივი დღე და ჩვენი მეომრები, ჩვენი სახელმწიფო უფრო ძლიერი ხდება. დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვნად უფრო ძლიერი. ვბრუნდებით სახლში ახალი თავდაცვითი პაკეტებით: უფრო მეტად ახალი და უფრო ძლიერი იარაღი ფრონტისთვის, უფრო მეტი დაცვა ჩვენი ხალხისთვის. უფრო მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეხვედრებზე მოხდა პოზიციების კოორდინაცია „დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს სამიტის წინ, ასევე განხილული იყო უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

„ყველა შეხვედრაზე განიხილებოდა ჩვენი მშვიდობის ფორმულა და ახლა არის პარტნიორების უფრო მეტი მზადყოფნა, გაჰყვნენ უკრაინულ ფორმულას. არის უფრო მეტი მხარდაჭერა ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მიმართ, უფრო მეტი გაგება, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება მოხდება. ეს გარდაუვალია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს სამხედრო მხარდაჭერისთვის.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...