Jump to content
Planeta.Ge

ემანუელ მაკრონი - უკრაინას მივაწვდით რაკეტებს, რომლის მოქმედების რადიუსი მას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის გეგმაზე მიანიშნა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მაკრონმა TF1-თან ინტერვიუში განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში გასაგზავნი იარაღის შესახებ დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ შორის იქნება რაკეტები, რომელთა ფრენის დიაპაზონი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს.

ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა, Caesar-ის თვითმავალი ჰაუბიცების, AMX-10 RC ტიპის მსუბუქი ტანკებისა და სამხედრო პერსონალის მომზადების გარდა, საფრანგეთი კიევს მიაწვდის „სხვა აღჭურვილობას, სხვა საბრძოლო მასალას, სხვა რაკეტებს, რომელიც უკრაინას წინააღმდეგობის გაწევისა და კონტრშეტევის საშუალებას მისცემს“.

ამასთან, კითხვაზე, დაგეგმილია თუ არა უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება, საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა: „არა, მე არ მისაუბრია თვითმფრინავებზე, მე ვისაუბრე რაკეტებზე და ვისაუბრე წვრთნებზე“.

მანამდე, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მან „კარი გაუღო" უკრაინელი პილოტებისთვის წვრთნების ჩატარებას.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...