რატომ არის Azimuth Airlines სანქცირებული უკრაინაში და რა ეღირება მოსკოვი-თბილისის ბილეთი
რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines უკრაინაში სანქცირებული კომპანიების სიაში 2022 წლის 19 ოქტომბრიდან არის. ავიაკომპანია 17 მაისიდან რეისს მოსკოვი – თბილისი – მოსკოვი კვირაში შვიდჯერ შეასრულებს.
უკრაინის საგარეო უწყების მხარდაჭერილ პორტალზე სანქცირების მიზეზი ასეა განმარტებული:
„კომპანია მუშაობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში და უზრუნველყოფს მაღალი დონის მატერიალურ მხარდაჭერას (სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და სხვა) იმ ქმედებებისთვის, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“
„აზიმუთის“ აპლიკაციაზე უკვე იძებნება თბილისის რეისი ბილეთები. 19 მაისის რეისზე ერთი გზის ბილეთის ფასი 487 ლარიდან იწყება და 1800 ლარამდე მერყეობს. ფასი ხელბარგის წონის მიხედვით იცვლება.
დღეს, 15 მაისს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანიას ფრენებისთვის აუცილებელი ნებართვა მისცა.
ნებართვას კი წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. პუტინის ეს გადაწყვეტილება მოიწონეს საქართველოს მთავრობაში, ხოლო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, განიხილოს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიჟო რეჟიმის დაწესების საკითხი.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.