Jump to content
Planeta.Ge

ლევან ბერძენიშვილი - ჩემ სახლთან 20-მდე ახალგაზრდა იყო მობილიზებული, კუნთმაგარი, ნიღბით და ღიმილით - ხელისუფლებას ჩემ წინააღმდეგ უწიგნური ხალხი ჰყავს მომართული


პროფესორ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლთან „15-დან 20-მდე მკლავძლიერი და კუნთმაგარი ახალგაზრდა იყო მობილიზებული“.

როგორც ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუს“ განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებას უწიგნური ხალხი მის წინააღმდეგ ჰყავს მომართული.

„მე სახლში არ ვიყავი. ჩემს სახლთან მობილიზებული იყო 15-დან 20-მდე ახალგაზრდა. კერძოდ, მკლავძლიერი, კუნთმაგარი, ნიღბით და ღიმილით. როცა ჰკითხეს, რა უნდოდათ - გაიღიმეს, არაფერი უთქვამთ, მე მელოდებოდნენ. სანამ მე მივედი, ოჯახმა პოლიცია გამოიძახა. ასევე, როგორც კი ტელევიზიის კამერა გამოჩნდა, იმ წუთას ეს ხალხი გაქრა, აორთქლდა.

საქმე ჩემს 2014 წლის ჩანაწერს ეხება, რომელიც 2023 წელს ვიღაცას არ მოეწონა. ფილოლოგიური კამათი ახლა საქართველოში ასე ირკვევა - ვისაც უფრო მაგარი კუნთი აქვს, ის არის მაგარი, ის არის სწორი და მართალი. მბრალდება, თითქოს ხევსურებს შეურაცხყოფა მივაყენე. ბოდიში, მაგრამ ყველას ფეხებზე ჰკიდია ალუდა ქეთელაური, ამ ხალხს არაფერი წაკითხული არ აქვს. ამ ხალხს აღელვებს, რომ მე ისე, როგორც სხვები ვაკრიტიკებ ბიძინა ივანიშვილს, ვუძახით იმას, რაც მას ეკუთვნის. ბოლოს და ბოლოს, მკვლელობაზე არის ხანგრძლივობა და ჩემი 20 წლის წინანდელი ნათქვამი, როგორც შეიძლება დღეს აქტუალური იყოს?! მადლობელი ვარ, რომ ასე ყურადღებით უსმენენ და არკვევენ, მაგრამ ჩემთან უწიგნური ხალხი მოვიდა. ამ ხელისუფლებას უწიგნური ხალხი ჰყავს მომართული. წიგნიერმა ლევან ბერძენიშვილმა რატომ ილაპარაკა ვაჟა-ფშაველაზეო, კუნთებზე ამის გამო არ დაიხედავდა. ლევან ბერძენიშვილი ვაჟა-ფშაველას მთელ მსოფლიოში რეფორმას უკეთებს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...