Jump to content
Planeta.Ge

გახარია - ჩვენ თუ გვინდა გადავარჩინოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი რელიგია, ჩვენი კულტურა, ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები რომ იყვნენ კონკურენტულები თანამედროვე სამყაროში, ერთადერთი გამოსავალი არის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა


ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში არის შესაძლებელ, რომ საქართველომ შეინარჩუნოს თავისი იდენტობა და ეს ტყუილები, რასაც ახლა გვიყვებიან, ნუ უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და ჩვენი ისტორია ყოველთვის გვაჩვენებდა იმას, სად, როდის და ვისთან ერთად იყო ყველაზე უფრო დაჩაგრული ქართული ენა, ქართული ეკლესია, ქართული კულტურა, ქართული იდენტობა და სად მუშაობს კულტურული მრავალფეროვნება., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.

როგორც გახარია აღნიშნავს, ჩვენ თუ გვინდა გადავარჩინოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი რელიგია, ჩვენი კულტურა, ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები რომ იყვნენ კონკურენტულები თანამედროვე სამყაროში, ერთადერთი გამოსავალი არის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა. 

"ეს ჩვენ თუ არ დავინახეთ და არ გავითვალისწინეთ, მთელი ეს ეპოქა, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ იქნება ფუჭად დახარჯული დრო და ეს იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების წინაშე, რომლებიც ამ კითხვებს დაგვისვამენ და ყველას უნდა ესმოდეს, რომ კორუფციულ ფულზე გაცვლილი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თუ არ ვიმოქმედეთ, ყველას წარგვიდგენენ. ჩვენ თუ გვინდა გადავარჩინოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი რელიგია, ჩვენი კულტურა, ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები რომ იყვნენ კონკურენტულები თანამედროვე სამყაროში, ერთადერთი გამოსავალი არის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა. ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენი ხანდაზმულები იყვნენ დაცულები, ჩვენი ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები, ნორმალური ხელფასები, ნორმალური პენსიები, ნორმალური გარემო, სამართლიანობა და არა ის ცირკი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება გვთავაზობს როგორც რაღაც მიღწევებს, რა თქმა უნდა, ევროპა არის ერთადერთი გამოსავალი. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ჩვენ თუ გვინდა, რომ თითოეულ ქართველს, არჩევანის უფლება არ წაგვართვან, რასაც ახლა აპირებენ, სხვათაშორის, ესეც რა თქმა უნდა, ევროპულ სივრცეშია შესაძლებელი, აბა სადმე გაგიგიათ, სამართლიანი არჩევნები რუსეთში? დღეს რასაც აკეთებს საქართველოს მთავრობა, მათ უნდათ რომ 2024 წელს ჩაგვიტარონ რუსული არჩევნები. საკითხი ისე კი არ დგას, გვაქვს თუ არა კიდევ შანსი? შანსი, რა თქმა უნდა, გვაქვს და რა თქმა უნდა ამას მივაღწევთ, ჩვენ დავიცავთ ევროპულ მომავალს, არჩევანზეც აღარაა, ჩვენ უკვე სხვა გზა აღარ გვაქვს.", - აცხადებს გიორგი გახარია. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...