Jump to content
Planeta.Ge

19 მაისს პარლამენტში ინტერპელაციის წესით სამ მინისტრს მოუსმენენ


პარლამენტის 19 მაისის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით სამ მინისტრს მოუსმენენ. ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნით ინტერპელაციით პარლამენტში დაბარებული არიან შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის ფორმატში რვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა. მინისტრის მიმართ მათი კითხვა ეხება, თუ რამდენად პროპორციული იყო ძალა, რომელიც სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 7-8 მარტს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს და წარმოადგენდა თუ არა ის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას. ასევე, მოხდა თუ არა შესაბამისი წესის დაცვით სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლის, ე.წ. წიწაკის სპრეის და ცრემლმდენი გაზის გამოყენება.

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ინტერპელაციით ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხთან დაკავშირებით დაიბარა.

რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, მათ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...