Jump to content
Planeta.Ge

საპარლამენტო ოპოზიცია მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განსახილველად გატანას ითხოვს


საპარლამენტო ოპოზიცია მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განსახილველად ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გატანას ითხოვს.

ბიუროს მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგში “ქოლცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა შეტანილია, თუმცა ბოლო - 108-ე საკითხად არის წარმოდგენილი.

ბიუროს სხდომაზე პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორია, რიგითობის შეცვლა მოითხოვა.

“რატომ ხდება ისე, რომ განსახილველად ახლადშემოტანილი საკითხები რიგითობით არის უფრო წინ, ვიდრე მანამდე ინიცირებული საკითხები. უცნაურია - საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი წინა პლენარულ სხდომაზე გადაიდო. ახლა კი რიგითობით მასზე წინ ახალი საკითხები “ჯდება“, ხოლო ეს საკითხი სულ ბოლო საკითხად არის ჩასმული. ეს ლოგიკას არ ექვემდებარება“, - მიმართა ბიუროს ბექა ლილუაშვილმა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამაც მოითხოვა.

ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციას კონსტიტუციური უფლების გამოყენების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

“ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან “ქოლცენტრების“ საკითხზე საზოგადოებაში კითხვები არსებობს. გამოყენებული უნდა იყოს პარლამენტის უფლებამოსილება იმისთვის, რომ კითხვებს პასუხები გაეცეს, მით უფრო როცა საგამოძიებო უწყებების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია. იმედი გვაქვს სხვადასხვა პროცედურულ ხრიკებს არ გამოიყენებთ იმისთვის, რომ ამ საკითხზეც პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...