Jump to content
Planeta.Ge

3 ავიაკომპანიის განაცხადი გვაქვს მიღებული, დღის ბოლომდე დავასრულებთ დოკუმენტაციის შესწავლას - მინისტრი


ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რუსეთიდან ფრენებთან დაკავშრებით ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო და საქართველოს ხელისუფლებას ამაში რამე წვლილი არ მიუძღვის.

ლევან დავითაშვილის თქმით, პირდაპირი ფრენების აღგენის შესახებ პუტინის განკარგულებისთანავე, გასული კვირის ბოლოს უკვე  საქართველომ  მიიღო რამდენიმე განაცხადი, როგორც რუსული, ისე ქართული ავიაკომპანიებისგან. მისი თქმით, 3 ავიაკომპანიის განაცხადი აქვთ მიღებული, თუმცა ჯერ დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს.

„…ახლა რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებებს და მომართვებს. დიახ, ჩვენ მივიღეთ მომართვები, გასული კვირის ბოლოს,  გადაწყვეტილების მიღებისთანავე, როგორც რუსული, ისე ქართული ავიაკომპანიებისგან. საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა შიგნით ექსპერტებთან ერთად, სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ექსპერტებთან ერთად იმისთვის, რომ შეგვესწავლა თუ როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთთან ფრენების კუთხით.

ჩვენ ვეფუძნებით მსოფლიოში არსებულ ყველაზე მკაცრ მიდგომას, რომელსაც ქვეყნები იყენებენ რუსეთთან ფრენების დროს. ეს არის რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით გადაწყვეტილება:

პირველი, სანქცირებული კომპანიები არ იქნებიან დაშვებული და ჩვენი გადაწყვეტოლება ასეთია. ეს ეხება  ევროკავშირის მიერ სანქცირებულებებს, ევროკავშირს აქვს კომპანიების სია.

მეორე, ჩვენია მოცანაა ფრენების უსაფრთხოება, შესაბამისად ჩვენი გადაწყვეტილება უნდა იყო თანხვედრაში იგივე „იკაოს“ მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, ბორტები რომელესაც არ აქვს წვდომა ტექნიკურ ინფორმაციაზე, არ აქვს წვდომა კვალიფიციურ შეკეთბასა და სერვისზე, რა თქმა უნდა, საქაქრთველოს საჰაერო სივრცეში ვერ იფრენენ. ხოლო ყველა იმ კომპანიას, რომელიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, საშუალებას მივცემთ, განაახლონ ფრენები, “- თქვა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ დღის განმავლობაში დაასრულებენ ისინი მღებული განაცხადების შესწავლას, რამდენად შესაბამისობაშია რომელიმე კომპანია მათ მიერ შეუშავებულ ამ ორ კრიტერუმთან და შემდეგ უკვე გაავრცელებენ ინფორმაციას ფრენაზე ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...