Jump to content
Planeta.Ge

შეკითხვა ისაა, რატომ აძლევს პუტინი საქართველოს ამ „საჩუქარს“ ახლა - დეგნანი ფრენების აღდგენაზე


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ აცხადებს, რომ მთავარი შეკითხვაა, რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება ახლა.

მისი თქმით, ქართველების უმრავლესობა უფრო ბედნიერი იქნებოდა, პუტინს რუსული ჯარი ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რომ გაეყვანა.

„მე მესმის, რატომ აქვთ ქართველებს კითხვის ნიშნები პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის. მე ვფიქრობ, აქ კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა.

მე ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობა უფრო მეტად ბედნიერი იქნებოდა პუტინს რუსული ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რომ გაეყვანა, შეესრულებინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უკან გაეხმო აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება. ეს იქნებოდა ნამდვილად ჟესტი, რომელსაც ექნებოდა მნიშვნელობა საქართველოსთვის.

პუტინი უბრალოდ არაფერს გასცემს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კითხვის დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გასცემს ის ამას ნაცვლად ისეთი რაღაცისა, რაც იქნებოდა ნამდვილად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რაც იქნებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება“, – განაცხადა დეგნანმა.

მისი თქმით, ფრენების აღდგენა კომერციული გადაწყვეტილებაა.

„ჩვენ ვმუშაობდით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ფრენებზე რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არის კომერციული გადაწყვეტილება, რომელსაც ავიაკომპანია უნდა დათანხმდეს, მაგრამ ,რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ და ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობაც იგივეს გააკეთებს“, – განაცხადა ელჩმა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...