საქართველო-რუსეთს შორის ფრენების დაწყება რამდენიმე კომპანიას უნდა
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება რამდენიმე კომპანიას უნდა. საქართველოს სახელმწიფო უწყება არ აკონკრეტებს, აქვს თუ არა ნებართვა გაცემული.
"სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული", - წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ ფრენების უფლებას მისცემენ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც არ არიან სანქცირებული:
"შემოსული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლის და სხვადასხვა მექანიზმებით გადამოწმების საგანი სანქციებთან მიმართებაში".
რადიო თავისუფლებამ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ დროისთვის ვერ შეძლო იმ კომპანიების ჩამონათვალის მოპოვება, რომლებსაც საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება უნდათ.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.